Monday, September 22, 2014

შემაჯამებელი რეფლექსია

       პროექტის მიმდინარეობისას ვერ შევძელი პერიოდულად გამომექვეყნებინა თითოეული დღის რეფლექსია, ეხლა კი მინდა საბოლოო რეფლექსიაში მოგიყვეთ ტრენინგისს მსვლელობისას მღებულ ცოდნასა და   შთაბეჭდილებებზე.
        პირველი მინდა ავღნიშნო ბატონი გიორგის ძალისხმევა და ენთუზიაზმი, რომლითაც სავსე იყო მთელი ტრენინგის განმავლობაში. ტრენინგის პირველ დღეებში გავეცანით  ინტელის კურსს. შევისწავლეთ ბუკმარკების ჩანიშვნა დაასევვე ის თუ როგორ ხდება მათი დაჯგუფება ჩვენს მიერ შექმნილ ფოლდერებში. შევქმენით პროტფოლიოსთვის ფაილთა იერარქია და შევქმენით საკუთაი ბლოგები. ავირჩიეთ სპეციალობის მიხედვით პროექტი თემები და დავიწყეთ მუშაობა.
         ამის შემდეგ შევისწავლეთ და შევქმენით ბუკლეტეები ჩვენი თემის ირგვლივ.
       ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა: საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნება ჩვენს ბლოგზე, google drive- ზე ატვირთული ინფორმაციის გაზიარება, ინფორმაციის online რედაქტირება და ა.შ. ავტვირთეთ ბუკლეტები. დისკუსიის  სახით განვიხილეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
        მომდევნო დღეებში ვმუშაობდით სასწავლო პროექტის გეგმაზე, სადაც შევიტანეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, ასევე მოსწავლეების ამოცანა/სწავლის შედეგები. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას და დავიწყეთ მუშაობა სტუდენტის საშრომზე.
        მომდევნო ტრენინგის მსვლელობისას გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო გეგმის შაბლონზე და თემაზე/ შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეხითხვები და შევიტანეთ სასწავლო გეგმაში.
       ტრენინგის ბოლო დღეს მოვახდინეთ ჩვენი თემის პრეზენტაცია და მოვისმინეთ კოლეგების ნაშრომებიც.
        მადლობა ბატონ გიორგის და ასევე ჩემს კოლეგებს!!!